სამშობლოს მცველი

შოთა თოლორდავა დაიბადა ქალაქ ზესტაფონში 1998 წლის 21 აგვისტოს, მაგრამ გაიზარდა აფხაზეთში გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში. 2002 წელს შეიყვანეს  სკოლაში, სადაც სწავლა რუსულად მიმდინარეობს. ძალიან უნდა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა საქართველოში გააგრძელოს, მაგრამ ამაში ხელს ის უშლის , ის რომ სკოლაში რუსულად ასწავლიან. ამიტომ იძულებულია სწავლა სოხუმში-აგუს უნივერსიტეტში გააგრძელოს. თუ სტუდენტი გახდები მაშინ არავის ექნება უფლება აფხაზეთის ჯარში წაიყვანოს. ალბათ იფიქრებთ განა კარგი არ არის აფხაზეთის ჯარს თუ დაამთავრებსო? ამით ხომ აფხაზეთს იცავს, სადაც ის გაიზარდაო. მაგრამ ის გიპასუხებთ: მართალია აფხაზეთში გაიზარდა, მაგრამ თავის სამშობლოდ მაინც  საქართველო მიაჩნია და არ უნდა  ქართველ ძმებს ესროლოს ტყვია, რომელიც მათ სასიკვდილო ზიანს მიაყენებს. რატომ დაიცვას აფხაზეთი, როცა მისი სამშობლო გასაჭირშია. ურჩევნია მოკვდეს ვიდრე  სამშობლოს უღალატოს. ეს სამართლიანი სიკვდილი იქნება. ის უხარია, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ნათესავები და დისშვილები იამაყებენ თავიანთი გმირულად დღუპული ბიძიათი.

რაც შეეხება მის ცხოვრებას აფხაზეთში, იმას აკეთებს რაც შეუძლია აკეთოს, რომ თავი ასიამოვნოს. მეგობრებთან ერთად დადის  სათევზაოდ, სანადიროდ, საჯირითოდ და სხვა. ძალიან უჭირს აფხაზეთიდან საქართველოში გადასვლა, რომ ნათესავები მოინახულოს. პასპორტი არ აქვს, ამიტომ იძულებულია წყლით გადავიდეს. ბევრჯერ დაუჭერიათ წყლით გადასვლისას, მაგრამ ეს ყოფილა მისი ბედი. როცა წყლით გადასვლისას გიჭერენ რუსი ოკუპანტები ან როგორც ქართველებმა დაარქვეს მცოცავი ოკუპანტები, მიყავხართ გალში და გაჯარიმებენ საზღვრის დარღვევისთვის. ჯარიმის გადახდა სავალდებულოა. საზღვარზე მას ეგულება ერთი ადგილი, რომელსაც ოკუპანტები არ იცავენ, იმიტომ რომ იქ წყლის სიღრმე 2 მეტრია და იქ ადამიანები ვერ გადადიან. ის ცურვით ბევრჯერ გადასულა. სახლში იტყუებოდა რომ იცოდა ისეთი ადგილი, სადაც წყალი მუხლამდეა და სანერვიულოც არაფერი იყო. ამ სიტყვების შემდეგ კი დედას  ტყუილისთვის გულში ბოდიშს უხდიდა.”მადლობა ღმერთს მშვიდობიანად გადავსულვარ იმ დაწყევლილ ადგილას“.     Image

მესაზღვრეების თანადგომა

აფხაზებს ზოგჯერ შიშით მოიხსენიებენ. ეს ასე არ არის! ადამიანში ადამიანის დანახვა, ყველა კუთხის წარმომადგენელში შეიძლება. ასე მოხდა ჩემი დეიდაშვილის შემთხვევაში, რომლიც არ ვიცი როგორ გადარჩებოდა, რომ არა აფხაზების ნებართვა საზღვარზე გადასვლასთან დაკავშირებით.

საზღვრის საბუთებზე სულ გართულება იყო. ზაფხილის ერთ დღესაც ნათია ავად გახდა, მუცლის არეში ჰქონდა საშინელი ტკივილი. ასე იწვა ღამის 2 საათამდე, თუმცა ლოდინი უკვე სარისკო ხდებოდა. გალის საავადმყოფოში დახმარების აღმოჩენას ვერ მოახერხებდნენ, სერიოზული რადგან ოპერაციები აქ არ ტარდება.  გარისკეს ნათიას წაყვანა ენგურამდე, იქნებ ვინმე ღვთისნიერი გამოჩენილიყო და და ნება დაერთო, რომ გოგონა საზღვარზე გაეშვათ. ნახევარი საათი საუბრობდნენ ნათიას მშობლები და მესაზღვრეები.ყოველ 5 წუთში მოდიოდნენ ნათიას სანახავად  და საწყალი თვალებით უყურებდნენ.ის ცოცხალ-მკვდარი იწვა მანქანაში. აუხსნელია ეს წუთები.  როგორც იქნა გადაყვანაზე დაგვთანხმდნენ, ოღონდ მანქანით გადასვლის უფლება არ მოგვცეს.შემოგვთავაზეს საქართველოს ტერიტორიიდან წამოსულიყო ნათიას მამიდაშვილი , რომელიც ხიდის მეორე მხარეს იდგა ქართველებთან ერთად და ითხოვდა მანქანით გადასვლის უფლება მიეცათ.ქართველმა ჯარისკაცებმა უარი გაანცხადეს და მხოლოდ ხიდის მეორე თავთან გასვლის უფლება მისცეს. ხიდის სიგრძე 800 მეტრია. ნათიას სიარული არ შეეძლო. მამამისმა ხელით ატარა ცოტა ხნით, შემდეგ მამაჩემი შეენაცვლა და ასე წყალებით მიიყვანეს ნათია მანქანამდე, რომელიც ხიდის მეორე მხარეს გველოდებოდა. ნათიას ტკივილი უძლიერდებოდა.

ქუთაისში ოპერაცია გაუკეთეს. ნათია გადარჩა, აფხაზებს ნამდვილად შეეძლოთ და ამის სრული უფლებაც ჰქონდათ, რომ უკანონოდ შემოსული პიროვნება საზღვარზე არ გადაეშვათ, მაგრამ ასე არ მოიქცნენ.

სახიფათო გზა

უნივერსიტეტში გამოცდებს მოვრჩი და ერთი თვით წავედი აფხაზეთში, იანვარი იყო. პირველ კურსზე ვიყავი, მაშინ საბუთებს ველოდებოდი, რომლითაც საზღვარზე გადასვლას ადვილად შევძლებდი. საბუთები არ მქონდა, ამიტომ მდინარით გადასვლა მომიწია.
საშინლად გაციებული ვიყავი და ექიმმა, ქალბატონმა ქეთიმ, სასტიკად ამიკრძალა ასეთ სუსხიან ზამთარში წყალში ჩასვლა.
მიუხედავად ცუდად ყოფნისა მშობლების და ახლობლების ნახვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მდინარის გადალახვა გადავწყვიტე. ნაპირამდე დედიკომ მიმაცილა. ჩემი ნივთებიც ჩვეულებრივად გადაიტანა საზღვარზე, რადგან მას საბუთბი ჰქონდა. მდინარეზე გადასვლაში ბიძია დამეხმარა, მეორე მხარეს გადმოვიდა ჩემს გადასაყვანად. დილის 8 საათი იყო. ძალიან ციოდა. ბიძიამ უზარმაზარი ჩექმები მომიტანა, რომლითაც უნდა გადავსულიყავი, წყალში შიშველი ფეხებით ჩასვლა ხომ სიკვდილის ტოლფასი იყო.

მდინარის შუაგულში გული სიხარულით მქონდა სავსე, რადგან ვიცოდი რომ მალე სახლში ვიქნებოდი. არა, არ შემშინებია. როგორც იქნა გადავედი და ჩავეხუტე ჩემს მამიკოს, რომელიც ნაპირის მეორე მხარეს მელოდებოდა მანქანით.

პანიკა სკოლაში

გათენდა ერთი ჩვეულებრივი დილა. წავედით სკოლაში. ზარი დაირეკა, გაკვეთილები დაიწყო. ჩემმა უმცროსმა ძმამ (მაშინ პატარა იყო) გაკვეთილები ჩემზე ადრე დაამთავრა და სახლში წავიდა. სკოლიდან სახლამდე დაახლოებით 3 კილომეტრია.
გაკვეთილზე ვზივარ და უცებ ფანჯრები აზუზუნდა, კინაღამ ჩაილეწა. სკოლა პანიკამ მოიცვა, ეს აფეთქების ხმა იყო სკოლიდან 2 კილომეტრზე. მე ჩემი ძმა გამახსენდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავიდა სკოლიდან. ტელეფონი არ მქონდა, დედას ვერ დავუკავშირდი, ძალიან ავნერვიულდი.ზოგ ბავშვს მშობელმა მოაკითხა, ზოგს ვერ დაუკავშირდნენ.  ცოტა მიწყნარდა სიტუაცია და სკოლიდან გავედით. მივაღწიეთ აფეთქების ადგილს, ეს გზად იყო მომხდარი.  3 ჯარისკაცის მანქანა აქა-იქ გადმობრუნებული ეყარა. მათზე სისხლიანი ტანსაცმელი ეწყო. აქეთ-იქით მიმოვიხედე ძალიან ნელა, აუღელვებლად, არ შემშინებია, ალბათ; უბრალოდ, გული მეტკინა- რატომ ხდება ეს აქ – გავიფიქრე და ჩამოვიტოვე სისხლიანი გუბეებით სავსე ადგილი. ანერვიულებული და თითქმის მკვდარი დედა გზად შემხვდა, ჩემს პატარა ძმაზე მითხრა, თურმე იქვე მიდიოდაო, ის გადარჩა.  კაცი, ვისთვისაც ნაღმი იყო განკუთვნილი ამ ადგილას დღეში ერთხელ თუ გაივლიდა, ჩემი ძმა და სხვა ბავშვები კი ათასჯერ მაინც, ეს მათ არ ანაღვლებდათ. მადლობა ღმერთს, ამ მომენტში, გზად მიმავალი არავინ იყო.

fetqeba_01

სტუმრად აფხაზეთში

თუ არ ვცდები 2007 წელი ხდებოდა. იანვარში მთელი ოჯახი სტუმრად დაგვპატიჟეს ერთ-ერთი აფხაზის ოჯახში.ძალიან კარგად მიგვიღეს, ბევრი საჩუქარი ჩავიტანეთ. 2 დღე დავრჩით, მაგრამ ეს 2 დღე საუკუნედ გაიწელა. ეს იყო სოხუმში, მამიკოს მეგობრის სახლში. მიჭირდა იქ ყოფნა, სადაც ყველა რუსულად ლაპარაკობდა, აფხაზური კი საერთოდ არ მესმოდა. ბოლო დღეს აღმოვაჩინე, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრს სცოდნია ცოტა ქართულად ლაპარაკი. ეს იყო აფხაზი გოგონა, რომლეიც ხშირად სტუმრობდა საქართველოს და აქაური სილამაზითა და სტუმართმოყვარეობით იყო მოხიბლული. ჩემთვის ეს რაღაც დიდი აღმოჩენა იყო. გულს უხაროდა, თვალები გამიბრწინდა ქართული სიტყვა რომ გავიგე. მე ცოტა რუსული ვიცოდი, მან ცოტა ქართული იცოდა და კარგად გავუგეთ ერთმანეთს.  თუმცა პოლიტიკის მხრივ საქართველოს მიმართ მაინცდამაინც მეგობრულად არ იყო განწყობილი. მაგრამ მე ხომ ქართული სიტყვა გავიგე და სწორედ ეს იყო მთავარი.

სულ რაღაც ორი დღე – მაგრამ თურმე საქართველოს გარეშე, ვერა. მეც ხომ აფხაზეთში ვარ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მე ახლოს ვარ საზღვართან და ადვილად ვეკონტაქტები ენგურის მეორე მხარეს მცხოვრებლებს.1384193_476901465756336_1973600078_n

ეს ჩემი პატარა სამოთხეა

                                                                                                                                                                                                            მე ვსუნთქავ მხოლოდ მანდ,მე ვთბები მხოლოდ მანდ,მე მიყვარს მხოლოდ მანდ,მე ვცოცხლობ მასში – ეს ჩემი პატარა სამოთხეა – ჩემი აფხაზეთი.”ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა,თავისას რატომ ეძახისო.ვიტყვი რომ  ფურცელზე შეიძლება სხვისი იყოს,მაგრამ აი გულიდან ნამდვილად ვერ ამომგლეჯენ,ვერ წაშლიან!

რაც იქ ხდება და რაც მინახია,ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივია,მაგრამ სხვისთვის დაუჯერებელი.ვამბობ ჩემთვის ჩვეულებრივიათქო,იმიტომ,რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ.არა და მინდა გავაკეთო!მინდა გავაკეთო ისე რომ და მინდა იყოს ისე როოომ,ყველასთვის  მისაღები იყოს და კარგი

   “იქ ცხოვრობენ.უი,უკაცრავად,უფრო სწორად არსებობენ!”

ყოველდღიური შიში,სულ ფიქრები.წლები ისე გადის,რომ ამას უნდა შეეგუო.არა,არ მინდა!!! შეიძლება ბევრი შეეგუა,იმიტომ რომ გამოსწორების დრო არ დარჩათ,აი ჩვენ კი ახალმა თაობამ ეს ყველაფერი ნათელი ფერებით უნდა შევცვალოთ””.

და და ძმა პირველ კლასში არიან.ბიჭუნას სულ ეზარება დილით ადრე ადგომა.

და:ადე ბიჭო დროზე, გვაგვიანდება.

ის მაინც არ იღვიძებს.ასე გრძელდება რამოდენიმე წუთი.

და:ადე ბიჭო ომი იწყება დროზე,დროზე,ჩქარა!

ბიჭუნა შეშინებული იღვიძებს და აქეთ-იქით იყურება.

და:კაი ბიჭო, მოგატყუე 😀    ადე დროზე,სკოლაში გვაგვიანდება.

და ასე თითქმის ყოველ დილით.

ალბათ გაგეცინებათ,მაგრამ ეს იმდროინდელი ბავშვების ცხოვრება იყო!    2001 წელი