სამშობლოს მცველი

შოთა თოლორდავა დაიბადა ქალაქ ზესტაფონში 1998 წლის 21 აგვისტოს, მაგრამ გაიზარდა აფხაზეთში გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში. 2002 წელს შეიყვანეს  სკოლაში, სადაც სწავლა რუსულად მიმდინარეობს. ძალიან უნდა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა საქართველოში გააგრძელოს, მაგრამ ამაში ხელს ის უშლის , ის რომ სკოლაში რუსულად ასწავლიან. ამიტომ იძულებულია სწავლა სოხუმში-აგუს უნივერსიტეტში გააგრძელოს. თუ სტუდენტი გახდები მაშინ არავის ექნება უფლება აფხაზეთის ჯარში წაიყვანოს. ალბათ იფიქრებთ განა კარგი არ არის აფხაზეთის ჯარს თუ დაამთავრებსო? ამით ხომ აფხაზეთს იცავს, სადაც ის გაიზარდაო. მაგრამ ის გიპასუხებთ: მართალია აფხაზეთში გაიზარდა, მაგრამ თავის სამშობლოდ მაინც  საქართველო მიაჩნია და არ უნდა  ქართველ ძმებს ესროლოს ტყვია, რომელიც მათ სასიკვდილო ზიანს მიაყენებს. რატომ დაიცვას აფხაზეთი, როცა მისი სამშობლო გასაჭირშია. ურჩევნია მოკვდეს ვიდრე  სამშობლოს უღალატოს. ეს სამართლიანი სიკვდილი იქნება. ის უხარია, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ნათესავები და დისშვილები იამაყებენ თავიანთი გმირულად დღუპული ბიძიათი.

რაც შეეხება მის ცხოვრებას აფხაზეთში, იმას აკეთებს რაც შეუძლია აკეთოს, რომ თავი ასიამოვნოს. მეგობრებთან ერთად დადის  სათევზაოდ, სანადიროდ, საჯირითოდ და სხვა. ძალიან უჭირს აფხაზეთიდან საქართველოში გადასვლა, რომ ნათესავები მოინახულოს. პასპორტი არ აქვს, ამიტომ იძულებულია წყლით გადავიდეს. ბევრჯერ დაუჭერიათ წყლით გადასვლისას, მაგრამ ეს ყოფილა მისი ბედი. როცა წყლით გადასვლისას გიჭერენ რუსი ოკუპანტები ან როგორც ქართველებმა დაარქვეს მცოცავი ოკუპანტები, მიყავხართ გალში და გაჯარიმებენ საზღვრის დარღვევისთვის. ჯარიმის გადახდა სავალდებულოა. საზღვარზე მას ეგულება ერთი ადგილი, რომელსაც ოკუპანტები არ იცავენ, იმიტომ რომ იქ წყლის სიღრმე 2 მეტრია და იქ ადამიანები ვერ გადადიან. ის ცურვით ბევრჯერ გადასულა. სახლში იტყუებოდა რომ იცოდა ისეთი ადგილი, სადაც წყალი მუხლამდეა და სანერვიულოც არაფერი იყო. ამ სიტყვების შემდეგ კი დედას  ტყუილისთვის გულში ბოდიშს უხდიდა.”მადლობა ღმერთს მშვიდობიანად გადავსულვარ იმ დაწყევლილ ადგილას“.     Image

Leave a comment